2 თვის წინ დამტკიცებული თავდაცვის კოდექსი კვლავ იცვლება. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს თავისი მრწამსის დამტკიცება თავდაცვის უწყებისთვის მოუწევთ. აღნიშნულ კოდექსს განსაკუთრებით პარტია „გირჩი“ აკრიტიკებს. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მორიგი ცვლილებები მათ წინააღმდეგ არის მიმართული და მისი მიზანია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმება. კონკრეტულად როგორ იცვლება ახლად მიღებული კოდექსი, ამას ცარო კირვალიძის სიუჟეტში გაიგებთ.