მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის 80% შესრულებულია. ოცნების ლიდერი ამბობს, რომ 9 დათქმის შესრულება საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. ამავდროულად, ოპოზიცია მმართველ პარტიას სამუშაო ჯგუფების შექმნისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დათქმებზე შესრულება სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. 9-პუნქტიანი გეგმის შესრულების საჭიროებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც საუბრობს. აღნიშნულ თემაზე კი უფრო მეტ დეტალს მერაბ პაპაშვილი გეტყვით.