საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, რასაც ყველა უნდა გაემიჯნოს. მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს უკონტროლოდ კვეთენ.