დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა ყოფილმა პრემიერმა - Palitra News

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა ყოფილმა პრემიერმა

2023-11-21 14:20:19+04:00

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც სწორედ ის იწვევდა.