იმის ფონზე რომ ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითხოვს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდონ. ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბარიერის დაწევის საკითხი სწორედ იმიტომ არის მნისვნელოვანი, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს. მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა არც კი განიხილება.