აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინა აშშ-სგან 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და დამატებით საბრძოლო მასალას, ასევე Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს. ასევე, უკრაინა მიიღებს სამ მილიონზე მეტ ვაზნას, ზამთრის აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ და სხვა დამხმარე მოწყობილობებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ინვესტიციას წარმოადგენს.