ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, მათ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და სხვა ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ძალებმა „ჰეზბოლას“ იმ ჯგუფს დაარტყეს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა. მოგვიანებით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან 25 რაკეტა და სამი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მათი განადგურება შეძლეს. გარდა ამისა, ღაზას სექტორის ალ-შიფას საავადმყოფოსთან ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. აღნიშნული საავამდყოფოდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისათვის საავადმყოფოს ელექტროენერგია არ მიწოდება და სამედიცინო პროცედურების ჩატარება თითქმის შეუძლებელია. 7 ოქტომბერს დაწყებულ საომარ მოქმედებებს სულ მცირე 13 300 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა. 200-ზე მეტი ისრაელელი კვლავ დაჯგუფების ტყვეობაში რჩება