დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააჟღერა. მან ყურადღება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე გაამახვილა და იმის მზაობა გამოთქვა, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს კოორდინაცია გაუწიოს. ყოფილი პრეზიდენტის გზავნილებს პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ - „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის განცხადებას იზიარებენ. კიდევ რას აცხადებენ აღნიშნულთან დაკავშირებით უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში, ამას ეკა უშხვანი გვეტყვის.