მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციას აგრძელებს, სადაც სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს შეხვდა. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას კონკრეტული მოთხოვნები გააცნო. მომიტინგეების მოთხოვნაა, რომ სამინისტროს ეზოში შეუშვან და პროტესტი სწორედ იქ გააგრძელონ. ამავდროულად, სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს ჰკითხა, სურთ თუ არა სამინისტროში შეხვედრის ჩანიშვნა, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა დადებითი პასუხი გასცა. როგორ მიმდინარეობს აღნიშნული აქცია და რა მოთხოვნები აქვთ მომიტინგეებს, ამას სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.