აშშ-ის თავდაცვის მდივანი კიევში იმყოფება. ლოიდ ოსტინის განცხადებით, კიევში ის უკრაინელ ლიდერებს შეხვდება. მისივე თქმით, როგორც ახლა, ისე მომავალში, აშშ-ი უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს. ცნობისთვის, გუშინ, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. როგორც ცნობილია, მათ უკრაინის თავდაცვის საკითხებსა და „რამშტაინის ფორმატში“ დაგეგმილი მომდევნო შეხვედრის შესახებ იმსჯელეს. „რამშტაინის“ მომდევნო შეხვედრა, 22 ნოემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.