საარჩევნო ბარიერის დაწევა კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა - რას ამბობენ დეპუტატები - Palitra News

საარჩევნო ბარიერის დაწევა კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა - რას ამბობენ დეპუტატები

2023-11-20 14:39:08+04:00

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა უნდა შეასრულოს და საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე დაწიოს. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი მოსაზრებები გაავრცელეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაშიც, შემდეგი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული ვერ იქნება, რადგანაც, როგორც თავად ამბობენ, პატარა ოპოზიციური პარტიები მაინც ე.წოდებულ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.