უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ოპერაციებში სწრაფი ცვლილებები არის საჭირო. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში, სარაკეტო იერიში რამდენიმე ოლქის ქალაქზე მიიტანეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტრბმა 1 სარაკეტო და 17 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 94-ჯერ გაისროლეს. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კი კვლავ რთული ვითარებაა. გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.