ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ოსტინსა და ჰიუსტონში, ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში ტექსასის უნივერსიტეტში, ხოლო ქალაქ ჰიუსტონში რაისის უნივერსიტეტში, მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით "ქართული ღვინის მრავალფეროვნება".