ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა უნდა შეასრულოს და საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე დაწიოს, თუმცა აღნიშუნლ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ახალი მოსაზრებები გაავრცელეს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაშიც კი, შემდეგი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული მაინც ვერ იქნება, რადგან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, პატარა ოპოზიციური პარტიები ე.წოდებულ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.