ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში კიდევ 3 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მათი 61 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული ჯარისკაცების ჩათვლით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯამური დანაკარგი 380-ს აჭარბებს.