ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ და 5%-იანი ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ არსებული ბარიერი პარლამენტის ორპარტიულობის საფრთხეს ქმნის, ეს კი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს დააზიანებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ბარიერის დაწევის საკითხი არ გადაიხედება. მათი შეფასებით, ოპოზიცია ბარიერის ვერგადალახვის შიშით პოლიტიკურ ბრალდებების რეჟიმში გადავიდა.