სოფელ საკორინთლოს მიმდებარედ რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩდნენ. კადრებში კარგად ჩანს რუსი სამხედროების გადადგილება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელთან მოწობილი საგუშაგო ბოლო თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, თუმცა თამაზ გინტურ მკვლელობის შემდეგ ეს საგუშაგოც გააქტიურდა. ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.