სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავების ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატმა დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველის რწმუნებულმა თბილისისა და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული მოინახულა. ომბუდსმენის თქმით, შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის იყო ჟურნალისტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა.