ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა . ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი”, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.