იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის რეკომენდაციას და მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველომ მაინც შეძლო წარმატებული რეფორმების გატარება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც საქართველო ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.