ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან "ჰამასის" წევრებს, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი სახმელეთო ოპერაციის მეორე ნაწილში იმყოფება, "ჰამასმა" ძლიერი დარტყმა მიიღო, ის მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნკერებს, საგუშაგოებს კარგავს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, "ჰამასის" წევრები, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუანონსებია, “ამას მალე იგრძნობენ.” ალანტმა აღნიშნა, რომ იგი "ჰამასის" მძევლების ოჯახებს შეხვდა და მათი სახლში დაბრუნება უმაღლესი პრიორიტეტია. “