რიონის ხეობის მცველების მიერ დაწყებულ პროტესტს ეხმაურება გარემოს დაცვის სამინისტრო. უწყების განცახდებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად - სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა.უწყების განმარტებითვე, ლიცენზია, ითვალისწინებდა არა ტყის გასხვისებას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის.