23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის თარიღის აღსანიშნავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მანიფესტის წარდგენას გეგმავენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ხაჯიშვილი განმარტავს საქართველო როგორც სახელმწიფო, ვარდების რევოლუციის შემდეგ შედგა. მისივე თქმით, მანიფესტზე ხელის არ მოწერის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდება, ვინ რჩება პარტიის რიგებში. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით კი ეს ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე რეალობას ასახავს.