მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, პოლიტოლოგები აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეცვლის დასავლელი პარტნიორების ეს გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ ვითარებას. ექსპერტთა ერთი ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციაზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები საშინაო პოლიტიკის მოწესრიგებით უნდა დაიწყოს.