The Guardian-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს. საავადმყოფოს დირექტორი ამბობს,რომ მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს. ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა "ჰამასი" ამას უარყოფს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ღაზიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელსაც 15 დაშავებული ადამიანი გადაჰყავდა, მათ შორის მცირეწლოვნები და მათი ოჯახის წევრები. ინიციატივა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ეკუთვნის. თვითმფრინავი ეგვიპტის ელ-არიშის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და აბუ დაბიში ჩაფრინდა.