თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც. 2020 წლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ბერლინში პირველად ჩავიდა. შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და მიგრაციის საკითხს შეეხო. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყონებლივ უნდა დამყარდეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინურ მიწებზე ისრაელის თავდასხმები უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევებზე.