საქართველოს მელიორაცია ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. თელავის მუნიციპალიტეტში, ნაურდლის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში 15 კმ-მდე სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა მოეწყობა. შედეგად, წყლით უზრუნველყოფილი გახდება სოფელ ფშაველის 480 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. სამუშაოები 2024 წლის მარტში დასრულდება.