საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, 1000-ამდე ასეთი ოჯახს მთავრობა ბინებს შეუძენს. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. სხდომაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამებიც. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიშიც მოისმინა. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზეც.