სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინას კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გია ხუხაშვილმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ ქმედებები ადრეც არ მოსწონდა, თუმცა მას მმართველი პარტიისა და ივანიშვილის კომპლექსი ჰქონდა. ხუხაშვილმა ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის კაცი“ არ არის, თუმცა ის რუსეთისთვის გაცემული გარკვეული გარანტიების მძევალია.