აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანელი, შეიარაღებული იყო და საელჩოში შესვლას ცდილობდა. აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა პირი ადგილზე დააკავა. უწყების გამომძიებლის მიერ, დაკავებულის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეს აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდა.