ალდაგის მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა ჩატარდდა. ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე გამოფენაა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობაა. გამოფენაზე, ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისა და პოტენციურ პარტნიორებისთვის წარედგინათ. ალდაგი სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, ფერმერებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერას უცხადებს.