ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით ორგანიზებული ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.