ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ სტრატეგიებზე მსჯელობენ. ვიხილავთ თუ არა პატარა პოლიტიკური პარტიების კოლაბორაციას ეს ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტია კვლავ უცვლელ პოზიციაზეა, ანუ ისინი 5 პროცენტიანი ბარიერის დაწევას არ აპირებენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მათ ძველ დაპაირებს ახსენებს და საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას მოითხოვს.