საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრის მოსმენას, რამდენჯერმე ხმაური მოჰყვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერდა. სწორედ მინისტრის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შეძახილები მოჰყვა.