საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ, სადაც მან ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ფრანგულ მედიასთან ოლიგარქი უწოდა, შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. ქვეყნის პირველი პირის სკანდალური აქცენტები მოსაწონი აღმოჩნა ოპოზიციისთვის, ქართული ოცნებისთვის კი პირიქით. თავად სალომე ზურაბიშვილი ამ ინტერვიუს შემდეგ მედიასთან დღეს გამოჩნდა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.