უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“ ახალ კამპანიაზე მუშაობს. რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა. ზელენსკის თქმით, პუტინის ახალი გეგმის მიზანი, უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილებისა და ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნაა. უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნა რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება.