აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უწყვეტი ასიგნებების აქტი პროექტებისა და აქტივობების გაგრძელებისთვის, რომლებიც ოთხი ასიგნებების კანონპროექტშია დაფინანსებული, 2024 წლის ფედერალური სააგენტოების ასიგნებებს შემდეგი წლის 19 იანვრამდე უზრუნველყოფს. დანარჩენი რვა პროექტისთვის დაფინანსება 2 თებერვლამდეა უზრუნველყოფილი. ამ ნაბიჯით ჯო ბაიდენმა მთავრობის მუშაობის შეჩერება ე.წ შათდაუნი აირიდა თავიდან. ხარჯების კანონპროექტში ისრაელისა და უკრაინის ომის დროს დახმარებისთვის თეთრი სახლის 106 მილიარდი დოლარის მოთხოვნა არ შედის. კანონი არც ჰუმანიტარულ დაფინანსებას ითვალისწინებს პალესტინელებისთვის და არც სხვა დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, არც საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას მოიცავს. მუდმივ ბიუჯეტზე კონგრესი პარტიული უთანხმოების გამო ვერ შეთანხმდა.