პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს და არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანების ნაცვლად, მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები შეიძინეს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.