ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განხილულ საკითხებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ქართულ ოცნებას დასავლელი პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწია. თავის მხრივ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ ვენეციის კომისიის წარმომაგენლებთან საქმიანი დიალოგი ჰქონდათ. მათივე განმარტებით, ნაკისრი ვალდებულებებისა და ახალი დათქმების შესრულებას წარმატებით აგრძელებენ.