მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს. შეზღუდვა 18 ნოემბრიდან ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება. ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ ცხრა გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს და დარჩენილი საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა. ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილემ განმარტა, რომ პუნქტები საზღვრის კვეთის მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო იხურება. მისივე თქმით, საჭირო საბუთების გარეშე რუსეთიდან ფინეთში შესვლას განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ცდილობს. ფინეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერი ორპო აცხადებს, რომ რუსეთის ქცევა გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ჰგავს.