ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით „საქმიანი ეზოების“ მოწყობა გრძელდება. დღეის მდგომარეობით 40 „საქმიანი ეზო“ არსებობს. დამატებით 17 ახალი ეზოს მოწყობა წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დასრულდება. სამუშაოების მიმდინაროებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ყუდროში გაეცნო. საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით. საქმიანი ეზო ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება.