საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრებში, სხვდასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ცხოველთა ვექტორული დაავადებების შესახებ. ორგანიზაციის წევრებმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს გლობალური და რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ზედამხედველობას, ცნობიერების ამაღლებას და დაავადების შემთხვევის დროს სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. ორგანიზაციის წევრებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.