აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯო ბაიდენის განცხადებას გმობს რომელმაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. კალიფორნიაში ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, თუმცა, მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მაო ნინის თქმით, ბაიდენის განცხადება უპასუხისმგელოა და მას ფარული მოტივები აქვს.