ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარი სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა გამოუცხადეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.