საქარტველოს პრეზიდენტის შეხვედრები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასაც შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას შეეხო. ასევე პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.