2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიები ახალ სტრატეგიებზე მსჯელობენ. ვიხილავთ თუ არა პატარა პოლიტიკური პარტიების კოლაბორაციას ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მმართველი პარტიის უცვლელმა პოზიციამ, რომ ისინი 5 პროცენტიანი ბარიერის დაწევას არ აპირებენ, ამან შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გაააერთიანოს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი მმართველ გუნდს კვლავ ძველ დაპაირებს ახსენებს და საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას მოითხოვს. ამ პროცესების პარალელურად მმართველმა გუნდმა გუშინ ფრიდონ ინჯიას ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც გულისხმობს არჩევნებში იმ ადამიანების მონაწილეობას, ვისაც ძველი ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ. მხარეთა პოზიციებს უფრო ვრცლად მაგდა ბლუაშვილი მოგვიყვება.