ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, მანამდე კი შეხვედრები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. ვენეციის კომისია მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი, ევრორეკომენდაციების, დათქმების შესრულება და საარჩევნო ცვლილებები, ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც დღევანდელ შეხვედრებზე იმსჯელეს. გაიმართა შემაჯამებელი ბრიფინგიც. ევროპული საბჭოს ვენეციის კომისიის გზავნილებსა და შეხვედრის დეტალებს, სალომე ჯაფარიძე გვეტვყის.