თბილისის მეტროს ვაგონების განახლების 15-წლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა - გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი 212 ცალი ახალი ვაგონის შესყიდვას გულისხმობს, რაც ჯამში 45 მატარებელია. ცამეტი 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, 32 ცალი 5-ვაგონიანი მატარებელი კი - ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის.