გულივერის მოგზაურობა ,ცნობილი ირლანდიელი მწერლის ჯონათან სვიფტის პროზაული სატირაა, რომელიც პირველად 1726 წლის 28 ოქტომბერს ინგლისში გამომცემლობის , Benjamin Motte-ის მიერ გამოქვეყნდა. წიგნმა გამოცემიდან მალევე მოიპოვა აღიარება და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა გახდა. ავტორმა შექმნა ტექსტი, როგორც "მოგზაურობის ისტორიების" დაცინვა და დაამატა მკაცრი კრიტიკა ჩვეულებების, პოლიტიკური მეთოდების და ადამიანის ბუნების მიმართ.წიგნის მთავარი გმირი გულივერია , რომელიც შტორმის შემდეგ განცდილი გემის კატასტროფის შედეგად ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდება. კუნძულის ახალი მობინადრე დაიმსახურებს მათ პატივისცემას და დაიწყებს მათი ენის შესწავლას. ლილიპუტები მისი მორჩილებით კიდევ უფრო დიდგულდებიან, ცდილობენ ბოლომდე აკონტროლონ გულივერი, საკუთარი ბრძანებები ასრულებინონ და ომშიც კი გამოიყენონ. თუმცა საბოლოოდ გულივერის ზომიდან გამომდინარე ისინი იძულებული ხდებიან კუნძული დატოვებინონ რადგან რესურსები რაც გოლიათს სჭირდება, ლილიპუტებისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.
გულივერი თავისი მოგზაურობის მეორე ნაწილში თავად აღმოჩნდა ლილიპუტი. მას მასპინძელი ძალიან კარგად ექცევა, თუმცა საბოლოოდ მისი არსებობის უცნაურობა თავისას შვრება და მისით ფულის შოვნას გადაწყვეტენ. ასეთ გასაჭირში მყოფ გულივერს ხშირად აგონდება ოჯახი.ერთხელაც გულივერი მოულოდნელი შემთხვევის წყალობით ტოვებს კუნძულს, რის შემდეგაც „მოგზაურობას აგრძელებს ლაპუტაში, ბალნიბარბიში, ლაგნაგში, გლუბდაბდრიბსა და იაპონიაში“. წიგნის მთავარი გმირის უცნაური მოგზაურობა სრულდება ჰუიჰნჰმების ქვეყანაში , სადაც ძალიან კარგად გრძნობს თავს თუმცა წარსულ ცხოვრებაზე ფიქრები მას აიძულებს , რომ დაუბრუნდეს სახლს და ოჯახს, რომელიც მრავალი წელია არ უნახავს.
ჯონათან სვიფტი ირლანდიის ქალაქ დუბლინში ღარიბი პროტესტანტის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების და დედის მატერიალურად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო მასზე მეურვეობა მამის ბიძამ აიღო საკუთარ თავზე. სკოლის დამთავრების შემდეგ, 14 წლის ჯონათანი ტრინიტის კოლეჯში შევიდა , რომელიც 1686 წელს დაამთავრა და ბაკალავრის სტატუსი მიიღო.
მეფე ჯეიმს II-ის დამხობის შემდეგ ირლანდიაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო სვიფტი ინგლისში გაემგზავრა, სადაც 2 წელი დარჩა. ინგლისში სვიფტი მსახურობდა პენსიაზე გასული დიპლომატის, უილიამ ტემპლის მდივნად.ტემპლმა, თავად ცნობილმა ესეისტმა, შეძლო დაეფასებინა თავისი მდივნის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ნიჭი და ხელი მოუმართა მას მწერლობის გზაზე , სანაცვლოდ, სვიფტი დაეხმარა ტემპლს მისი ვრცელი მემუარების მომზადებაში.სწორედ ამ წლებში დაიწყო სვიფტმა ლიტერატურული მოღვაწეობა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.