ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავამყოფოს ქვეშ დაჯგუფება „ჰამასის“ შეირაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ლიბანის სამხრეთიდან ისრაელზე ავიაიერიში არაერთხელ განხორციელდა. „ჰეზბოლას“ თავდასხმაზე საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთში რადიკალური დაჯგუფების სადამკვირვებლო პოსტი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ კონფლიქტს 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 11 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 4 600 ბავშვია.